ქართული ენა ქართველი ხალხის დედაენაა! დღევანდელ დღეს ჩვენთვის მთავარია ვიცოდეთ ჩვენს ენაზე გამართულად ლაპარაკი, თუმცა მგონი ისც მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ საიდან მოდის ის, ევოლუციის რა ეტაპების გაიარა, საით მიგვყავს იგი გაუმართავი საუბრით და რა საინტერესო ფაქტები უკავშირდება მას.
ართული ენა არის საქართველოს სახელმწიფო ენა, რაც სხვა ყველაფერთან ერთად,ნიშნავს რომ ნებისმიერი არაქართველი ვალდებულია ეცადოს მის შესწავლას, თუ იგი საქართველოს მოქალაქეა. ქართულ ენაზე ლაპარაკობს 4 მილიონამდე ადამიანი საქართველოს საზღვრებში. ასევე აზერბაიჯანის, თურქეთისა და ირანის ტეროტორიებზე გვხვდება ქართული ენის რამოდენიმე დიალექტი, რომლებსაც იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველები რამოდენიმე საუკუნის მანძილზე არსებობას უნარჩუნებენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ენა მცირე ერის სახელმწიფო ენაა, მისი ურთულესი ბგერების გაგება მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეიძლება. ამჟამად, ყველაზე ვრცელი ქართული დიასპორა რუსეთშია, შესაბამისად საქართველოს საზღვრებს გარეთ ყველაზე მეტი ხალხი ამ ქვეყანაში ლაპარაკობს ქართულად. ქართული ენის წარმოშობის შესწავლას, უძველეს დროში გადავყავართ. ქართული ენის ასოებისა და ჩვეული ნიშანთვისებების გაუთავებელი შედარებით ამა თუ იმ უძველეს ენასთან და ამ შედარებებისგან გამოტანილი დასკვნების თანახმად, ქართული ენა მიიჩნევა უძველესი “ქართველური ენის” შთამომავლად. სწავლულების თანახმად, ქართველური ენა მოგვიანებით გაიყო ორ ნაწილად, სვანური და ქართული, რომელიც მოგვიანებით გაიყო 3 ნაწილად: მეგრული, ლაზური და ქართული. ისტორიული ფაქტების მიხედვით, ქართული ენის შემდგომი ნაკვალები ჩვ.წ მდე მე-3 საუკუნეში ჩანს, ფარნავაზის მეფობის პერიოდში. სწორედ ფარნავაზის დროს, შეიქმნა პირველი ქართული ანბანი(ასომთავრული). ანბანის შექმნასთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდა, რის მიხედვითაც ფარნავაზმა ნახა ხილვა, სადაც მის წინაშე მონაცვლეოდნენ ასოები.ასომთავრული ანბანის ნიმუშები აღმოჩენილია უძველეს ეკლესიებზეც. ასომთავრულით დაიწერა უდიდესი ლიტერატურული ჰაგიოგრაფიული ძეგლი "შუშანიკის წამება", რომელიც თარიღდება მე-5 საუკუნით.

No comments:
Post a Comment