საწრეო მუშაობის რეფლექსი

        სემესტრის განმავლობაში საწრეო მუშაობის წარმართვა


     რეფლექსია

   სსიპ-ქალაქ თბილისის  N167 საჯარო სკოლის IVგ კლასში 2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრში  შეიქმნა ქართული ენისა და ლიტერატურის  წრე. წრის შესახებ  ინფორმაცია დროულად იყო ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული  პირისთვის. წრის შექმნის შესახებ გამოვაქვეყნე  სოციალურ ქსელში და მოცემულ ბლოგზე: https://167skola-qartuli2019.blogspot.com/
  საწრეო  მუშაობა ტარდებოდა  კვირში ერთხელ, პარასკევობით, მე-6 გაკვეთილზე. საწრეო მუშაობაზე  განსახილველი  საკითხები წინასწარ იყო გაწერილი  პროგრამის სახით.
  საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეთა  ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით  ქართულ ენასა და ლიტერატურაში. საწრეო მუშაობა  საჭიროა  იმისთვის, რათა მოსწავლეებს მეტი ცოდნა დაუგროვდეთ გრამატიკაში, რაც მომავალში სწორად წერისა და მეტყველების საწინდარია.
   საწრეო მუშაობის პერიოდში მოტივაციის ასამაღლებლად:

  •  გზადაგზა ვახალისებდი მოსწავლის წარმატებას, მაგრამ დეტალურად ვუხსნიდი თითოეული შცდომის მიზეზს.
  •   მოსწავლეები აკვირდებოდნენ თავიანთ ნამუშევრებს, მათში არსებულ შეცდომებს და მსჯელობის გზით მიდიოდნენ სწორ პასუხამდე.                                                          
 მუდმივად  ვცდილობდი მოსწავლეებისათვის  ყოფილიყო მშვიდი და კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე აგებული გარემო.ასევე ვცდილობდი მრავალფეროვანი  და საინტერესო  აქტივობებით ყოფილიყო დატვირთული  ყოველი სამუშაო დღე.
    წრის მუშაობით დაინტერესებულები იყვნენ მშობლებიც. მათ გამოთქვეს სურვილი, რომ  მომავალშიც  იფუნქციონიროს   წრემ.
  მოსწავლეებიც ხალისით რჩებოდნენ წრის მეცადინეობაზე, აქტიურად იყვნენ ჩართულები საწრეო მუშობაში, რამაც გაზარდა მოსწავლეთა ცოდნის დონე.
  ქართული ენისა და ლიტერატურის  საწრეო მუშობა დადებითად აისახა საგნის სწავლების შედეგზე.

No comments:

Post a Comment