საფეხურებრივი სტანდარტის შედეგები და მათი შეფასების ინდიკატორები


 
IV კლასი

საფეხურებრივი სტანდარტის შედეგები და მათი შეფასების ინდიკატორები

მიმართულება: ზეპირმეტყველება
სტანდარტის შედეგები
IV კლასის შეფასების ინდიკატორები
ქართ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.
მოსწავლე:
Ø  კორექტულად, ეტიკეტის დაცვით გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას დისკუსიის, აზრთა გაცვლა-გამოცვლის დროს;
Ø  ყურადღებით ისმენს სხვათა მოსაზრებებს, არ აწყვეტინებს მოსაუბრეს ლაპარაკს.
ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.

მოსწავლე:
Ø  ამოიცნობს და განარჩევს სასაუბრო ტექსტების სახეებს (აღწერას, თხრობას, დიალოგს...);
Ø  ამოიცნობს ტექსტში მოცემულ კონკრეტულ ინფორმაციას;
Ø  ახარისხებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას კონკრეტული ნიშან-თვისებების მიხედვით;
Ø  ამოიცნობს ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთში ექსპლიციტურად მოცემულ სხვადასხვა ინფორმაციას, მათ შორის არსებულ ლოგიკურ (მიზეზშედეგობრივ, ოპოზიციურ, სხვ.) კავშირებს;
Ø  მსჯელობს მხატვრულ ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე;
Ø  თანამიმდევრულობის დაცვით გადმოსცემს ტექსტების შინაარსს (ვრცლად და/ან მოკლედ);
Ø  მიჰყვება მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტურ ხაზს და თანამიმდევრულად გადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს;
Ø  გადმოსცემს არამხატვრული ტექსტების შინარსს ლოგიკური ხაზის დაცვით;
Ø  შინაარსის გადმოცემისას ერთმანეთს ანაცვლებს თხრობასა და აღწერას.
ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.

მოსწავლე
Ø  ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე აზრის გამოთქმისას/მსჯელობისას ცდილობს მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ასპექტის გამოკვეთას;
Ø  ასახელებს მოსმენილი ტექსტიდან ესთეტიკურად ღირებულ ადგილებს;
Ø  აფასებს გმირის საქციელს და განმარტავს თავის დამოკიდებულებას;
Ø  უკავშირებს პერსონაჟის მოქმედებას პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას და იხსენებს მსგავს სიტუაციებს;
Ø  მონაწილეობს მხატვრული ნაწარმოების შესახებ გამართულ დისკუსიაში;
Ø  მონაწილეობს საბავშვო სპექტაკლის ან ზღაპრის განხილვაში;
Ø  გამოხატავს საკუთარ ემოციებს/განცდებს და ცდილობს მათ ახსნას („გამიკვირდა იმიტომ, რომ...“, „აღვშფოთდი იმიტომ, რომ...“).
ქართ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს
ნაცნობი ლექსიკისა და ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციების სათანადოდ გამოყენება; მართლმეტყველებისა და სამეტყველო ეტიკეტის საბაზისო ნორმების დაცვა.

მოსწავლე:
Ø  განასხვავებს არაფორმალური გარემოს (მაგ., შინაური გარემოს) სასაუბრო სტილსა და ოფიციალური გარემოს (მაგ., სასკოლო საქმიანი სიტუაციის) ენას, ადეკვატურად  იყენებს მათ საკომუნიკაციო მიზნისა და  სიტუაციის შესაბამისად;
Ø  განასხვავებს პირდაპირ და ირიბ ნათქვამს და დანიშნულებისამებრ იყენებს მათ (მაგ. ტექსტის შინაარსის გადმოცემისას);
Ø  ყოფითი სიტუაციების აღწერისას სათანადოდ რთავს მეტყველებაში სპეციფიკურ ლექსიკას;
Ø  თხრობისას იყენებს ავტორისეულ ლექსიკას;
Ø  მასწავლებლის მიერ მითითებული ნიმუშების მიხედვით შემოქმედებითად იყენებს სიტყვათა სემანტიკურ კავშირებს (სინონიმებს, ანტონიმებს...);
Ø  სათანადო კონტექსტებში სწორად ჩაანაცვლებს სახელებს (არსებითს, ზედსართავს, რიცხვითს) ნაცვალსახელებით (ეს, ის, ასეთი, ამდენი...) და მარტივი ზმნიზედებით (აქ, იქ, მაშინ, ამიტომ...);
Ø  კონტექსტის მიხედვით სწორად იყენებს ზმნის გრამატიკული დროის ფორმებს (მაგ., შარშან დავისვენეთ - გაისად დავისვენებთ და . .);
Ø  მეტყველებისას იცავს ბრუნვისა და პირის ნიშნებთან დაკავშირებულ მართლმეტყველების წესებს (მაგ. ვვარჯიშობ, ვუთხარი, თბილისს, ქათამმა, კარგად ვარ და . .);
Ø  სწორად უთანხმებს ზმნას არსებით სახელებსა და ნაცვალსახელებს პირისა და რიცხვის მიხედვით;
Ø  სწორად ათანხმებს მსაზღვრელ-საზღვრულს;
Ø  მეტყველებს მკაფიოდ და გარკვევით;
Ø  იყენებს ინტონაციას სასვენი ნიშნების ფუნქციით.
ქართ.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს
ზეპირმეტყველების ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
მოსწავლე:
Ø  საკომუნიკაციო მიზნის შესაბამისად იყენებს ნიმუშებს, საყრდენებს;
Ø  ადგენს მარტივი სახის მოკლე ჩანაწერებს დისკუსიების დროს (ჩაინიშნავს მნიშვნელოვან სიტყვას/სიტყვებს სხვათა და/ან საკუთარ მოსაზრებას, კონკრეტულ საკითხს და სხვ.). 
დავალებათა / აქტივობათა ნიმუშები:

Ø  ილუსტრაციების მიხედვით პერსონაჟთა გახმოვანება შესაბამისი ტემბრით, ინტონაციით, ჟესტებისა და მიმიკის გამოყენებით;
Ø  როლური თამაშის ორგანიზება,  იმპროვიზაციის გათამაშება;
Ø  მინიდისკუსია მხატვრული ნაწარმოების შესახებ;
Ø  ინტერაქცია (კითხვა-პასუხი) ნაცნობი ნაწარმოების შესახებ;
Ø  საბავშვო სპექტაკლის, ფილმის, მულტფილმის განხილვა;
Ø  ინტერვიუს გათამაშება ავტორთან/პერსონაჟთან (შეკითხვების დასმა ნაწარმოების „ავტორის“ და/ან „პერსონაჟის“ მიმართ, რომლის როლსაც ერთ-ერთი მოსწავლე „მოირგებს“, დანარჩენი მოსწავლეები მას უსვამენ შეკითხვებს ტექსტის შესახებ);
Ø  ”სიტყვობანა” - სახალისო თამაში ლექსიკური ერთეულებით (მაგ., შეთავაზებული სიტყვის სინონიმების და/ან ანტონიმების რიგრიგობით დასახელება);
Ø  ლექსიკური რუკის შევსება;
Ø  ნაცნობი მხატვრული ტექსტის შინაარსის გადმოცემა მთხრობელის ჩანაცვლების გზით (მაგ., როგორ მოყვებოდა ნაცარქექიასთან შეხვედრის ამბავს დევი);
Ø  შინაარსის გადმოცემა: დეტალური თხრობა, მოკლე შინაარსის თხრობა, გამოკრებილი თხრობა (ტექსტის ცალკეული ეპიზოდის შინაარსის გადმოცემა);
Ø  კონკურსი გამომსახველობით კითხვაში
Ø  და სხვა.



მიმართულება: კითხვა
სტანდარტის შედეგი
IV კლასის შეფასების ინდიკატორები
ქართ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.

მოსწავლე:
Ø  გაბმულად (შეფერხებების გარეშე), სათანადო ტემპითა და შესაბამისი ინტონაციით ხმამაღლა კითხულობს ნაცნობ და უცნობ ტექსტებს/ტექსტების მონაკვეთებს;
Ø  ხმამაღლა კითხულობს კლასის წინაშე სასურველ / შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან და ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს.
ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.
მოსწავლე:
Ø  ამოიცნობს ნაწარმოების თემას, დედააზრს (მთავარ იდეას);
Ø  საკუთარი სიტყვებით გადმოცემს ტექსტის მოკლე შინაარსს;
Ø  გამოყოფს ტექსტის მთავარ საკითხს, ცალკეული მონაკვეთის არსებით ინფორმაციას;
Ø  მოიძიებს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., მოვლენათა, მოქმედებათა დროსა და ადგილს);
Ø  აკავშირებს ერთმანეთთან ექსპლიციტურად მოცემულ ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;
Ø  ამოიცნობს ტექსტში გამოცემულ მოვლენებს, ფაქტებს, მოქმედებებს შორის არსებულ ქრონოლოგიურ და ლოგიკურ (მიზეზშედეგობრივ, ოპოზიციურ, პირობით, დათმობით და სხვა) კავშირებს;
Ø  აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული ნიშნით (მსგავსება-განსხვავების, მზარდი-კლებადი ხარისხისა და ა.შ. მიხედვით);
Ø  ასახელებს მხატვრული ნაწარმოების მოქმედ პირებს, განსაზღვრავს ხედვის კუთხეს (ვისი თვალით არის აღქმული მოვლენები);
Ø  განარჩევს ერთმანეთისგან ფაქტსა და სურვილს/ოცნებას;
Ø  გამოყოფს მხატვრულ ტექსტში სიუჟეტის  განვითარების ეტაპებს (დასაწყისს, ამბის შუა ნაწილს, დასასრულს);
Ø  აანალიზებს ცალკეულ რეპლიკას - ვის ეკუთვნის, ვინ არის ადრესატი, რა არის რეპლიკის მიზანი (მაგ., რჩევის მიცემა, ინფორმირება, ახსნა, საყვედურის გამოთქმა, შენიშვნის მიცემა, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და სხვა);
Ø  განარჩევს ტექსტში ავტორისა და პერსონაჟების სიტყვებს, დიალოგსა და მონოლოგს;
Ø  აკვირდება პერსონაჟთა ქცევას, მოქმედებას, თვისებებს და დაკვირვების საფუძველზე გამოაქვს სათანადო დასკვნა მათი აზრების, განზრახვების, განცდების შესახებ;
Ø  საუბრობს სათაურისა და ტექსტის აზრობრივ/ შინაარსობრივ ურთიერთკავშირზე;
Ø  ამოიცნობს საბავშვო, შემეცნებით (შემეცნებით-გასართობ), მუსიკალურ, სპორტულ და საინფორმაციო გადაცემებს სპეციფიკური ნიშნების (მუსიკალური ქუდის, ლოგოს, დასაწყისისა და ა.შ.) მიხედვით.
ქართ.დაწყ.I.8. მოსწავლემ უნდა შეძლოს მცირე ზომის მხატვრული ტექსტების ინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური გზით; ვერბალური ინფორმაციის ვიზუალურად გარდაქმნა და/ან პირიქით.
მოსწავლე:
Ø  განავრცობს მოკლედ გადმოცემულ ამბავს;
Ø  ასახელებს სათაურის ალტერნატიულ ვარიანტებს;
Ø  გადმოსცემს ნაწარმოებში ასახულ ამბავს ერთ-ერთი პერსონაჟის პირით;
Ø  თავისი შეხედულებისამებრ ინტერპრეტაციას უკეთებს მხატვრულ ტექსტს (სათაურის, დასასრულის შეცვლა, გაგრძელება, სიუჟეტის ელემენტების ცვლილება და ა.შ.);
Ø  საბავშვო სპექტაკლისათვის ამზადებს და წარმოადგენს მასწავლებლის მითითებით ან საკუთარი სურვილით შერჩეულ როლს;
Ø  საბავშვო სპექტაკლისათვის შეარჩევს (თვითონ ხატავს ან მოიძიებს) როლის შესაბამის ვიზუალურ მასალას (კოსტუმს, ნიღაბს, სხვ.);
Ø  როლის (მოლაპარაკე ცხოველების, უსულო საგნების) განსასახიერებლად ადეკვატურად იყენებს დამხმარე საშუალებებს (ჟესტს, მიმიკას, დამახასიათებელ მოძრაობას, გარკვეულ არტიკულაციას; მოხერხებულობის, ტყუილის თუ სხვა თვისებებისა და გრძნობების გამომხატველ მინიშნებებს);
Ø  წარმოადგენს მიმიკურ მიზანსცენებწაკითხული ტექსტის ცალკეული ეპიზოდის / ეპიზოდების საფუძველზე (თანაკლასელთა ჯგუფთან ერთად);
Ø  ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ.
ქართ.დაწყ.(I).9. მოსწავლემ უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება.

მოსწავლე:
Ø  ავლენს მხატვრული ტექსტების ესთეტიკური და ეთიკური შეფასების სურვილს;
Ø  აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებასთან, გამოკვეთს მათ შორის არსებულ მსგავსება-განსხვავებას, გამოაქვს სათანადო დასკვნა;
Ø  საკუთარი შეხედულების/შეფასების დასასაბუთებლად იყენებს შესაბამის ადგილებს წაკითხული ტექსტიდან ან მაგალითებს პირადი გამოცდილებიდან.
Ø  ასახელებს საყვარელ წიგნს, ტექსტს / მხატვრულ ნაწარმოებს, ავტორს, პერსონაჟს და ხსნის თავის არჩევანს;
Ø  მიუთითებს, რით დაინტერესდა / რა მოეწონა ტექსტში (ინფორმაცია, ამბავი, პერსონაჟის საქციელი, ბუნების აღწერა, დიალოგები თუ სხვა);
Ø  მონაწილეობს წაკითხულის შესახებ გამართულ დისკუსიებში; საკუთარი შეხედულების დასასაბუთებლად იყენებს შესაბამის ადგილებს წაკითხული ტექსტიდან ან მაგალითებს პირადი გამოცდილებიდან.
ქართ.დაწყ.(I).10. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მაორგანიზებელი ელემენტების, სტრუქტურული და კომპოზიციური მახასიათებლების ამოცნობა.

მოსწავლე:
Ø  ახასიათებს სხვადასხვა სახის ტექსტს სტრუქტურული მახასიათებლების მიხედვით (მაგ., ღია ბარათს დასაწყისში აქვს მიმართვის ფორმა, მას მოსდევს ძირითადი ტექსტი, ბოლოს კი არის ხელმოწერა; კულინარიულ რეცეპტი შედგება სათაურისა და ორი ძირითადი ნაწილისაგან: ინგრედიენტთა ჩამონათვალი და დამზადების წესი; დარგობრივ-შემეცნებით ტექსტს აქვს სათაური, ახლავს ილუსტრაციები წარწერებით და აბზაცებად დაყოფილი ტექსტი და ა.შ.);
Ø  ადეკვატურად იყენებს საბავშვო წიგნში გამოყენებულ პირობით ნიშნებს (ლოგოს, რუბრიკას, სქემას), ილუსტრაციებს, დამხმარე ცხრილებსა და მარტივ დიაგრამებს.
ქართ.დაწყ.(I).11. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების ლექსიკურ და სემანტიკურ მხარეზე, ენობრივ ფორმებზე დაკვირვება.
მოსწავლე:
Ø  მხატვრულ ტექსტებში აკვირდება მწერლის ენას, ლექსიკურ და სემანტიკურ მხარეს (სინონიმებს, ანტონიმებს, ფრაზეოლოგიზმებს და ა.შ.), ზოგიერთ მხატვრულ ხერხს (ეპითეტს, შედარებას);
Ø  დამოუკიდებლად პოულობს ტექსტში სიტყვებსა და გამოთქმებს, რომლებსაც ავტორი იყენებს პერსონაჟების, ფაქტებისა და მოვლენების აღსაწერად;
Ø  ამოიცნობს და ასახელებს მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს, რომელთა საშუალებით აბზაცში / ტექსტის ცალკეულ ეპიზოდში / ტექსტში  გადმოცემულია მოვლენათა თანამიმდევრობა (მაგ. ჯერ დახატა, მერე გაუგზავნა მეგობარს; ჯერ წავიდა, შემდეგ იყიდა, ბოლოს კი შეჭამა...);
Ø  ამოიცნობს და ასახელებს საგნისა (მაგ., წითელი ფანქარი; კარგი ამინდი, მაღალი სახლი) და მოქმედების (ლამაზად წერს) დამახასიათებელ ნიშნებს;
Ø  ამოიცნობს მარტივი აღწერითი ტექსტის ძირითად ენობრივ მახასიათებლებს, მაგ., შედგენილი შემასმენლის აქტიურად გამოყენებას (ეს კალამია, ის რვეულია, ეს კი ჩემი ჩანთაა), აღსაწერი საგნის / ობიექტის აღმნიშვნელი სიტყვის ჩანაცვლებას ნაცვალსახელით ან ზმნიზედით (თბილისი საქართველოს დედაქალაქია; ის დააარსა ვახტანგ გორგასალმა. შარშან თბილისში ვიყავი. იქ ბევრი ლამაზი სახლი ვნახე) და ა.შ.; 
Ø  ამოიცნობს და ასახელებს ძირითად სინტაქსურ მიმართებებს, მაგ., შეთანხმებას სახელებს შორის ბრუნვაში (მაგ., ორმა მეგობარმა, ლამაზი სახლი); 
Ø  ამოიცნობს და ასახელებს ქონა-ყოლის აღმნიშვნელ ზმნებს, ამჩნევს მათი წარმოების თავისებურებებს (დედა მყავს, რვეული მაქვს).
ქართ.დაწყ.(I).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
მოსწავლე:
Ø  ამოიცნობს უცნობი სიტყვების / გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების (ილუსტრაციების, ნაცნობი ფუძის, კონტექსტისა და სხვ.) დახმარებით;
Ø  ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით სვამს კითხვებს წაკითხულთან დაკავშირებით;
Ø  ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
Ø  აკვირდება ტექსტში მოცემულ ინფორმაციას, უკავშირებს მას წინარე  ცოდნას და ამის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა;
Ø  დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ აზუსტებს, რამდენად დარწმუნებულია პასუხის სისწორეში („დარწმუნებული ვარ“, „თითქმის დარწმუნებული ვარ“, „არა ვარ დარწმუნებული“);
Ø  უბრუნდება ტექსტის შესაბამის/სათანადო მონაკვეთს იმ საკითხების დასაზუსტებლად, რაშიც არ არის დარწმუნებული;
Ø  აცნობიერებს სხვადასხვა ხერხს, რომლებიც ტექსტის გაგებას უწყობს ხელს (ტექსტში გადმოცემული ამბების წარმოსახვაში გაცოცხლება, ტექსტში გადმოცემული ამბის ინსცენირება, ტექსტის ცალკეული მონაკვეთის  საკუთარი სიტყვებით გადმოცემა და სხვ.);
Ø  ადეკვატურად იყენებს საბავშვო წიგნში გამოყენებულ პირობით ნიშნებს (ლოგოს, რუბრიკას, სქემას), ილუსტრაციებს, დამხმარე ცხრილებსა და მარტივ დიაგრამებს.
დავალებათა / აქტივობათა ნიმუშები:
Ø  ელექტრონული პროგრამის გამოყენებით მარტივი ცნების რუკის შედგენა/შევსება;
Ø  ინფორმაციის კონკრეტული ნიშნის  (მსგავსება-განსხვავების, მზარდი-კლებადი ხარისხისა და ა.შ.) მიხედვით დაჯგუფება;
Ø  ტექსტში არსებით ინფორმაციის გამოკვეთა;
Ø  ავტორის მიზნის ამოცნობა;
Ø  პრაგმატული ტექსტის დანიშნულების განსაზღვრა;
Ø  საკლასო ბიბლიოთეკის შექმნა და წიგნების მიმოხილვა;
Ø  პერსონაჟთა დამახასიათებელი ადგილების (სიტყვები, ფრაზები, ეპიზოდები) მოძიება და გრაფიკულ სქემებში ორგანიზება;
Ø  პერსონაჟთა ურთიერთდამოკიდებულებების შესახებ აზრობრივი რუკების შექმნა-გამოყენება;
Ø  სათაურის ალტერნატიულ ვარიანტების  დასახელება;
Ø  წიგნის/ნაწარმოების პრეზენტაციები (წაკითხული ნაწარმოების შესახებ შთაბეჭდილების გაზიარება თანაკლასელებისათვის, თუ რატომ უნდა წაიკითხონ ესა თუ ის ნაწარმოები);
Ø  მინიდისკუსია წაკითხული ნაწარმოების შესახებ;
Ø  მხატვრული  ნაწარმოების დასასრულის შეცვლა;
Ø  ტექსტის დაყოფა კომპოზიციური და სტრუქტურული მახასიათებლების მიხედვით;
Ø  აბზაცებში საყრდენი სიტყვის ან წინადადების მოძიება და აბზაცების დასათაურება;
Ø  ნაცნობი და უცნობი ლექსიკის აქტივაცია - მათი გამოყენებით ახალი წინადადებების შექმნა;
Ø  სიტყვების დაჯგუფება კითხვების საშუალებით;
Ø  სინონიმებისა და ანტონიმების  დაჯგუფება;
Ø  სიტყვებისაგან / ფრაზებისგან წინადადებების აგება;
Ø  საყვარელი ნაწარმოებებისგან (საკუთარი ან ნასწავლი/წაკითხული ლექსები, გამონათქვამები, ციტატები, ანდაზები, გამოცანები,  და ა.შ.) პატარა ჟურნალის ან წიგნის შექმნა;
Ø  ტექსტის მარკირება მასწავლებლის მიერ მითითებული ინსტრუქციის მიხედვით;
Ø  ტექსტის შინაარსის გეგმის შედგენა;
Ø  საძიებო ელექტრონული  სისტემების გამოყენება
Ø  და სხვა.







მიმართულება: წერა
სტანდარტის შედეგები
IV კლასის შეფასების ინდიკატორები
ქართ.დაწყ.(I).13. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე.
მოსწავლე:
Ø  ადგენს მარტივ პრაგმატულ ტექსტებს (წერილს, შეკითხვებს ინტერვიუსთვის);
Ø  ადგენს მარტივ დარგობრივ/ინფორმაციულ ტექსტებს, მიზნის შესაბამისად წარმოადგენს სათანადო ინფორმაციას;
Ø  ადგენს მცირე ზომის ტექსტებს ცხოვრებისეული და/ან ლიტერატურული გამოცდილების საფუძველზე, თანამიმდევრულად გადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს;
Ø  ადგენს აღწერით ტექსტებს, ცდილობს მნიშვნელოვანი დეტალების  წარმოჩენას;
Ø  გამოხატავს საკუთარ მოსაზრებას/დამოკიდებულებას, ცდილობს მის ახსნას.
ქართ.დაწყ.(I).14. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკის, ნასწავლი ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტრუქტურული ელემენტების ადეკვატურად გამოყენება; კალიგრაფიისა და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა.
მოსწავლე:
Ø  იყენებს შესაფერის სპეციალურ ლექსიკას (დარგობრივ ტექსტებში);
Ø  მხატვრული ტექსტის შინაარსის გადმოცემისას ცდილობს ავტორისეული ლექსიკის  გამოყენებას;
Ø  აკვირდება სიტყვათა ლექსიკურ მნიშვნელობას და კონტექსტის გათვალისწინებით შეურჩევს მათ ადგილს;
Ø  ავლენს სახელის ფორმაცვალების წესების ცოდნას (მაგ., სწორად არჩევს სახელის ბრუნვის ფორმებს ზმნის სინტაქსური კონსტრუქციების მიხედვით) და სათანადოდ იყენებს მას;
Ø  მართებულად ხმარობს სიტყვებს: თითოეული, ყველა, ზოგი (ზოგიერთი), რამდენიმე და სწორად უთანხმებს რიცხვში ზმნებს;
Ø  სათანადოდ იყენებს ნაცნობი გრამატიკული ფორმების მართლწერის წესებს წინადადების/ფრაზის აგებისას;
Ø  მართებულად იყენებს სასვენ ნიშნებს (წერტილს, კითხვისა და ძახილის ნიშნებს, ბრჭყალებს, ორწერტილს, ტირეს, მრავალწერტილს);
Ø  საჭიროებისამებრ ყოფს ნამუშევარს აბზაცებად შინაარსობრივი თანამიმდევრულობისა და ლოგიკურ შესაბამისობის დაცვით.
ქართ.დაწყ.(I).15. მოსწავლემ უნდა შეძლოს წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
მოსწავლე:
Ø  წერის დაწყებამდე განსაზღვრავს ტექსტის დანიშნულებას და ადრესატს პრაგმატული ტექსტებისთვის;
Ø  იყენებს მოდელს, საყრდენებს, მითითებებს; საჭიროებისამებრ იყენებს მარტივ გრაფიკულ მაორგანიზებლებს;
Ø  მოდელზე დაყრდნობით (მითითებების მიხედვით) სათანადოდ აფორმებს მარტივ პრაგმატულ ტექსტებს;
Ø  მარტივი საძიებო სისტემის მეშვეობით წინასწარ მოიძიებს საჭირო ინფორმაციას (ბეჭდური/ელექტრონული რესურსების გამოყენებით);
Ø  ეადგენს ტექსტის, წერითი დავალების მოკლე გეგმას;
Ø  უბრუნდება ნაწერს კორექტირებისთვის, ამჩნევს და ასწორებს სხვადასხვა სახის შეცდომებს (ჩაამატებს, ამოშლის ან გადასვამს ტექსტში ასოს, სიტყვას, ფრაზას/წინადადებას);
Ø  ხმამაღლა კითხულობს საკუთარ ნაწერს, ცვლის ტექსტის ამა თუ იმ მონაკვეთს ესთეტიკური თვალსაზრისით უკეთესი ვარიანტით.
დავალებათა / აქტივობათა ნიმუშები:
Ø  ნაცნობი ტექსტის/ეპიზოდის  შინაარსის გადმოცემა;
Ø  მცირე ზომის მარტივი დარგობრივი ტექსტის შედგენა სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნის საფუძველზე (მაგ., კლიმატური პირობების, გეოგრაფიული გარემოს აღწერა, მათემატიკურ ამოცანის პირობის შედგენა);
Ø  ტექსტის მარტივი გეგმის შედგენა;
Ø  შეკითხვების შედგენა საყვარელ მწერალთან წარმოსახვითი ინტერვიუსთვის;
Ø  საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა პერსონაჟის მიმართ  (მოკლე დახასიათების, პერსონაჟის საქციელზე გაკეთებული კომენტარის სახით);
Ø  მხატვრული ტექსტის დასასრულის განსხვავებული ვერსიის შექმნა;
Ø  კონკრეტული ცხოვრებისული გამოცდილების/განცდილი შთაბეჭდილების ამსახველი მცირე ზომის ტექსტის შედგენა (მაგ., „ერთ თოვლიან დღეს”, „დიდ შესვენებაზე”);
Ø  აღწერითი ტექსტის შედგენა (მაგ., „ჩემი ოთახი”, „ხედი ჩემი სახლის ფანჯრიდან”, „ჩემი სკოლის ეზო”)
Ø  და სხვა.



პროგრამის შინაარსი
შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემული შინაარსის საფუძველზე:

1.    ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება
ძირითადი თემატიკა:
ლექსიკოლოგიური ასპექტი: ლექსიკური ფონდის შევსება: სპეციალური ლექსიკა და ტერმინოლოგია; სიტყვათა სემანტიკური კავშირების (სინონიმის, ანტონიმის, ლექსიკური ბუდეების...) აქტიურად, შემოქმედებითად გამოყენება; ერთი სემანტიკური ჯგუფის სიტყვების კონტექსტურად შერჩევა; სიტყვათა ლექსიკური კავშირები (სიტყვაწარმოების საწყისი წესები, ახალ სიტყვათა წარმოქმნა); რთული შედგენილობის სიტყვები; სიტყვის მრავალმნიშვნელიანობა.
გრამატიკული ასპექტი: სახელის ბრუნვისა და ზმნის პირის ნიშნებთან დაკავშირებული ორთოგრაფიის წესები; სივრცული, დროითი და მიზეზშედეგობრივი მიმართებების გამომხატველი ენობრივ-გრამატიკული საშუალებები; სიტყვათა ძირითადი კლასები (მეტყველების ნაწილები) და მნიშვნელოვანი სინტაქსური მიმართებები სიტყვათა შორის; სიტყვის მორფოლოგიური აგებულება საწყის დონეზე; სიტყვათა ფორმაცვალების კანონზომიერებათა აღმოჩენა (მაგ., ზმნის უღლება, მხოლობითისა და მრავლობითის ფორმების წარმოება), სასვენი ნიშნები (წერტილი, მძიმე, კითხვისა და ძახილის ნიშნები, ბრჭყალები, ორწერტილი, მრავალწერტილი, ტირე).


2.    ენის კომუნიკაციური ასპექტები 
ძირითადი თემატიკა: საკომუნიკაციო ამოცანა და მისი გადაჭრის ხერხები; ჯგუფური აქტივობა (როლის შესრულება / მოკლე ზეპირი გამოსვლა); ენის სხვადასხვა ფუნქციური სტილი (სასაუბრო, სალიტერატურო) და მათი გამოყენების სფეროები; პრაგმატული ტექსტები (აბრა, რეკლამა, პლაკატი, რეცეპტი, სამახსოვრო წესები, ინსტრუქცია, სხვადასხვა ხასიათის წერილები), მათი ჩაწერისა და გაფორმების წესები.
3.    მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა
ძირითადი თემატიკა: სხვადასხვა ქვეყნის ხალხთა ცხოვრება, სათავგადასავლო ნაწარმოებები, დიდაქტიკური თხზულებები, ფანტასტიკა, იუმორისტული და სატირული ნაწარმოებები; ყოფითი, პატრიოტული და ჰეროიკული თემები.

საკითხავი მასალა: ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერება; ნიმუშები მსოფლიოს ხალხთა ფოლკლორიდან: ზღაპრები, თქმულებები, ლეგენდები, მითები (ქართული, ბერძნული, რომაული და სხვ.); ადაპტირებული ნაწარმოებები, ლიტერატურული ზღაპრები (ქართველი და უცხოელი მწერლების), ლექსები და პროზაული თხზულებები; მარტივი საინფორმაციო / შემეცნებითი ტექსტები; სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტები.

No comments:

Post a Comment